same jean coat
ჩემი უბნის მოყინულ აღმართზე ჩქარი, სასოწარკვეთილი ნაბიჯებით ავდივარ, ...ვეღარ გავრბივარ... ...ვეღარც დავფრინავ... (გეფიცები, სიტყვათა ლარნაკი უმოწყალო გაუფრთხილებლობით გამიტყდა)... ყულფი მოვისხი ყელზე, ეგეც გამიწყდა... ჩემი უბნის მოყინულ აღმართზე, ჩქარი ნაბიჯებით ავდივარ, თან ვერ ავდივარ, ავდივარ, და ავდივარ... ასე, უსაშველოდ. 4 ნოემბერი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი