მე ვცადე


ცას, 
როგორც კედელს,
ნათლად ვღებავ,
ვწვალობ,
ვირჯები,
თუმცა,
ჩემი თვალებით
მაინც მარტო მე ვხედავ...

***

ჩემს ქალაქში,
ბებერ ხეებს 
დაეტყოთ 
ფოთლების ცვენა.
მე ვიწყებ ფრენას,
ნარცისი, ბასრი ფრთებით,
სპეტაკ ღრუბლებს შუაზე ვჭრი, 
ვსერავ...
ცას, როგორც კედელს,
ლურჯად ვღებავ,
ჩემს ყოველ ჩანიშნულ, 
აღბეჭდილ ცოდვას,
ახლავს ათასნაირი ზმნიზედა...
...(ნეტავ ჩემი თვალებით ხედავდე)...


10 ნოემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი