...მე რომ ღმერთი ვიყო...


ქვისფერი, უფუნქციო თვალები
უმზერენ სარკეს,
და მასში არეკლილ ყოველთა გამგეს,
როგორც ჩემს კელიაში 
ერთადერთ რამეს, რამე ნათელს.
...(რა გინდა რომ ვთქვა, 
მითხარი)...
ჩემი თვალები ცივ კენჭებს ჰგვანან,
ზურგით ხის ჯვარი და
სამუდამოდ ჩაკეტილი კელია დამაქვს...
...(რა გინდა რომ ვთქვა, 
მითხარი)...
ბაგეებმა იუდასავით გამცეს...
...მაგრამ ჯვარს
არა და არ მაცვეს.


14 ნოემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი