ნასვამი


ვაგროვებ
და 
გამხმარ ტოტებზე 
ხელახლა ვკინძავ 
ძველ, აკუწულ ფოთლებს.
დასასრულამდე ვერაფერი ძლებს...
და ეს სიცივეც ეცნობათ ჩემს ძვლებს...
(კვდება ყველა).

***

რაღას, ან ვიღას მივაპყრო მზერა?
...მთელი ცხოვრება ჰგავს
ფოტოთა სოფელს...


16 ნოემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი