my room is a graveyard
ცხვირთან ამაყად მიდგას ახლად წამომდგარი შავი ზღვა რომელიც წააგავს ჭირისუფლის კვართს. ბრმად ვუცქერ სავსე მთვარეს, და ცაც მგონია ჩემსავით თეთრთვალა, ჩემსავით ბრმა. *** ჯოხს ისევ ბღარივით ვუსვამ შენსავით ქერა სილას, მაგრამ, შენი მსგავსი ისევ ვერაფერი დავხატე... ...ბრმად ვუცქერ სავსე მთვარეს... მოდი, მოდი, ჩემივე ეგოს ხატთან მუხლ-მოდრეკილი მნახე, ამ ერთხელაც. 26 ნოემბერი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი