ხუთი წერტილი


ჩუმი ოთახი ჰგავს ტყეს,
სადაც ჩვენი ყველა მოგონება
დავკარგე,
სადაც შენი ყოველი მზერა
დავმარხე.

ოთხი წერტილი ერთდება
სწორი ხაზებით,
ჩემი გონება ივსება
სხვადასხვა საკნებით,
მაგრამ მე,
მეხუთე წერტილი,
ვერცერთი ხაზით
ვერაფერს ვუკავშირდები...

და რათქმაუნდა,
კვლავ მარტო ვკვდები.


30 ნოემბერი, 2023წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი