druggie


ჩათვალე,
რომ ვკვდები, 
როცა რამეს გიმალავ.
ვერაფერს
                 გიმალავ,
ისედაც
            ვერსად
გმალავ...

უხეშ მზერას 
ისედაც
            ვერსად
                        ვმალავ,
როცა ჩემთან ხარ.

ახლა თვითონ მიმიძღვის
გამჭირვალობის ციცაბო ბილიკზე
ჩემი ემოციების
თეთრი, 
           ქათქათა 
                         ფარა.

5 დეკემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი