მე ვარ აბსურდი


ღმერთო,
მე ვარ აბსურდი!
ვეღარ დავრწმუნდი...
მოგონებების 
გადაყვითლებულ 
პორტრეტს
სანთელი ვერ დავუდგი.
ჰოდა ვარ ასე,
ცარიელ ოთახთან,
ოთარაანთ ქვრივივით...
ჩემოდნებს ვაწყობ...
მიზეზი აღარ აქვს ამ ყოფას...
ჰოდა,
ისევ ერთს ვამბობ 
ისევ ერთს ვროშავ...
დაბრუნდი,
დაბრუნდი...


13 დეკემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი