* * *


და მე მიყვარდა? 
ნუთუ მე, ვინმე მიყვარდა
არამგონია...
მინდა, ერთი დანახვით თვალებს რაიმე მიბრმავებდეს
შორიდან ვუყურო მინდა, 
მას,
და სხვას,
მშურდეს მინდა,
მინდა ვეჭვიანობდე
თვალებაკრულს, რაღაც თუ ვიღაც მიმიძღოდა ორმოსკენ,
(ტყუილის ორმოსკენ)
ყინულის გულს, დასუსხულ თვალებს,
ნეტავ ვინ გამილღობს,
უგრძნობი მე, ნეტავ  ვარდისფერმა ტალღამ წამიღოს
ვინ, ან რა, გააღებს ჩემს კარიბჭეს,
საიდანაც მხოლოდ, გავუშვებ ამ სიტყვებს:
"მე, შენ"


18 ივნისი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი