დაჭრილ სიმებს თასმებივით ვკრავ, ვმღერი, ხელს ნუ მკრავ


სუდარასავით თეთრი თოვლი
დაესვენა ჩემს ეზოში.

ვიღლები...
ვიცლები...
მაგრამ
მაინც მაგრად ვერთობი.

***

სუდარასავით თეთრ სახეზე
შენი ნათითურები ტოვებენ კვალს,
როგორც ტალახიან ნაფეხურებს,
ჩემს ჭიშკართან.
მე იმ მომავლის
აღარ მწამს.


23 დეკემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი