ვახშამი ჩემთან
წითელი ჩაიდანი დუღს, უფრო წითლდება, სტვენს, წუხს. მოდი, გამომიარე, ჩემთან ველოდოთ მწუხრს... *** ...(საუზმე შენთან, სადილი სადმე, კაფეში, და ვახშამი ჩემთან)... შენთვის ყავას ვასხამ, რძის გარეშე და გელოდები ჩემთან, მისაღებში. წითელი ჩაიდანი ისევ ისე, უფრო მორცხვად, უფრო წითლად დუღს. მოდი, ჩემი ფანჯრიდან ვუცქიროთ შენსავით წითელ, ფარფატა მწუხრს. 27 დეკემბერი, 2023წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი