déjà vu


დღეს ვისეირნე
და ყველა შენ გგავდა.
ამობურცული მთები
მაბნევდნენ,
როგორც déjà vu ორივეს გვაბნევს
და მაგონებდნენ შენს მკერდს.

უშენოდ ვგავარ სწორ ველს...

***

გარეთ
გავედი,
ყველა შენ გგავდა.
ყველა ნაცნობი,
ყველა გამვლელი,
ყველა მნახველი,
წამდაუწუმ ოპოზიციური პარტიის არხივით
უკუმაგდებდა, გადამრთავდა.


27 დეკემბერი, 2023წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი