მწუხრივით წმინდა
...გირეკავ,
გწერ,
გეძახი,
მაგრამ პასუხი სულ არის ჩუმი,
პასუხი სულ არის ისეთი,
როგორც მწუხრი,
მწუხრივით წმინდა,
უარაფრო,
ლურჯი.
***
ვწევარ,
ბებერ სახეს ვმალავ შენს თეთრ,
საზაფხულო პერანგში
შენ კი დახეულ წინდებს მიკერავ.
ვიღვიძებ
და ყველაფერი მაინც
ერთი პატარა სიზმარია.
მერე ისევ
გეძახი,
გწერ,
გირეკავ...
2 იანვარი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი