endless suicide


შენთან ვარ,
ვიღლები,
ვიცლები,
ვიმტვრევი, 
როგორც უმწეო ვაზა,
მაგრამ შენთან ვარ.
ჩემი გესმის?
მე რომ გარდავიცვლები,
ჩვენს სახლს დავფარავ
თეთრი, იდუმალი სეტყვით.
მაგრამ,
ჯერ
შენთან ვარ,
მიუხედავად ყველაფრისა.


3 იანვარი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი