Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_0fra301o5av4fpbsu7f4pml32i, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წმინდა ნინოს ჯვარი - electro-ego-iko | პოეზია

წმინდა ნინოს ჯვარი


ჩემთან,
ქალაქში,
ყველგან, 
ყველა უბანში დგას,
დგას, და არსად მიდის,
წმინდა
            ნინოს
                      ჯვარი.

რკინის ჯანით,
რკინისვე ტანით,
ორი ჩამოწელილი მკლავით
და ორივეში
ორი დიდი პარკით.
დგას...
არსად მიდის...
ანათებს ღამით...
...(ღმერთო,
წამიყვანე 
ან შენთან,
ან
უბრალოდ
სახლში)...


16 იანვარი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი