alcohol


იმალება ხალხში,
ჩალისფერი პალტოთი
და ჩალისფერი, სწორი ტალღებით.
ვეხები,
ბაგეებზე...
ტუჩებზე...
ოღონდ,
სწრაფად,
სწრაფად და უხეშად...
ყელიდან ხერხემლამდე ჩამდის,
ჩემს ფერმკრთალ სახეზე
ზამთრის ცხელი ნამივით დარბის.
მთვრალის პროფილით
ვზივარ ცარიელ მაგიდასთან,
თავჩაქინდრული, როგორც მორჩილი,
როგორც ცხვარი, 
მონასტრის ეზოში დამდგარი
შესაწირავად...
და ვბურტყუნებ...
...არა, არ ვარ მთვრალი.

18 იანვარი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ამხანაგი საბიასიმარტოხელა მოარული1 წლის წინ

თუმც მაინხ ხალხი,
ჩამყვირის ლოთო,
დღესაც დალიე ძველი არაყი?
მათ კი არ ესმით,
ხსნა არის ჩემი,
რახი,
და თამბაქო მყრალი

electro-ego-ikoვერლიბრი1 წლის წინ

edzgvneba alkohols

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი