enfant


ჩვილივით ვბობღავ
ზურმუხტისფერ მინდორში,
სადაც ხის ნატამალი არ მოჩანს...
ვფიქრობ, 
ვბურდღუნებ, 
მე შენ მინდოდი...
ვბობღავ მინდორში,
ვკრეფ სიტყვებს, 
ერთნაირი დაბოლოებით,
და მერე მეც
ვერლიბრივით,
წერტილით ვბოლოვდები.


26 იანვარი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი