Vanda Lisa


შავად გადაღებილ,
ხის ქუსლებზე,
დგას,
შავ სარაფანში მალავს თავს
ჩემი ბოლო იმედი.

მე ვუყურებდი ცას,
დავყურებდი ჩემს თეთრ გვამს,
რომელსაც ჩემი ეზოს
მწვანე მიწა ახლაც ჭამს...
...და ვერა,
ვერა,
ვერსად ვიპოვნე
ჩემი სულის განმწმენდი...


29 იანვარი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი