bottles of gloom


შენ გადიოდი
ოთახიდან,
ძველ ხის კარს
ჩემი მიმართულებით ისროდი,
შენ გადიოდი,
მიდიოდი,
ოთახიდან...
წმინდად...
იმ სახლმა,
იმ გრძნობამ,
ჩემი არსება
გოლგოთას მისცა...
შენ ისევ
ოთახიდან გადიხარ...
მე კი ჩემი გულივით პატარა
ჭიქაში
არაყს ვისხამ...
და მერე ისევ
შენს სხეულთან მძინავს.


30 იანვარი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი