dark mode


ღამით,
ქუჩებზე მწკრივდება
ბრდღვიალა ბაბუაწვერების არმია...
მოდის,
ჩემს უბნამდე,
მაგრამ არა
ჩემი უბნის ჩათვლით...

ვსხედვართ 
ხან ცარიელ მოედანზე,
ხანაც ცენტრში, 
ქვეითთა სავალზე,
ოღონდ სულ ღამით...
გაწეწილ თმებს,
იაფ ტანსაცმელს,
გვისველებს
ჩვენი მუდამ წვიმიანი ქალაქის ნამი.


3 თებერვალი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი