lose a friend
მანეკენები დგანან ყველგან, განირჩევიან პლასტმასის კანის ფერებით, ტანსაცმელებით, თუმცა მათ თვალები როდის არგუნა მაღალმა ღმერთმა? ისინი უმოძრაოდ, ურხევად, გადადიან, იმალებიან სხვა, ახალ კერებში. წვიმიან ქუჩებში ჩემდამი მზერით დაღლილნი, წაშლილი სახეებით დგანან მანეკენები... ჩემი წარსულის და მეგობრობის უნდომელი გერები. 3 თებერვალი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი