...ყოველ ნაკეცზე თოკებით...
მე თოჯინების თეატრში ვცხოვრობ მარტო, ხან კულისების წინ ამაყად მდგარი, ღვინისფერი ფარდები მმალავენ, ხანაც ჩემი ღამისიერი პალტო. ვზივარ, ყოველ ნაკეცზე თოკებით, თავში, დაუწერელი სტროფებით, და ვიცი, უნდა მმართონ... მაგრამ, მაინც, ღმერთო! იქნებ ვინმე შენიანმა მნახოს... იქნებ ვინმე შენიანმა დარბაზში შუქები აანთოს... იქნებ ვინმე შენიანმა დროებით დამათროს... 5 თებერვალი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი