სასვენი ნიშნები


ტოტებივით უხეში,
მოხლართული,
შეჭმუხნული წარბებით
დასცქერის ამბიონს ხელთუქმნელი.

***

ბევრჯერ დავეცი,
ბევრჯერ ავდექი,
თუმცა, მაინც დავძველდი.

თაღიდან მიცქერს
ჩემი განმწმენდი...
დახუჭული, ნაოჭიანი ქუთუთოებით...

შუბლიდან კოჭამდე,
შენი შეხება,
შენი მეოხება დაცურავს,
როგორც შუშის გველი.


11 თებერვალი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი