wrecked boats


ალბათ თვითონ ვარ ქრისტე,
მაგიტომ ვერ მშველის ღმერთი...

გაღმა სანაპიროზე,
დასავლეთით,
დგას მამაჩემი,
ხელში სიგარეტით,
წითლდება დარდით, სევდით,
ცხედრდება,
ბერდება...

ჩვენ გვყოფს
უვენახო,
უნაყოფო
ტალავერი...

ალბათ მე თვითონ ვარ ღმერთი...
მე თვითონ ვარ ჩემნაირი,
ერთი
და ერთადერთი.


12 თებერვალი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი