İzmir
ჩვენ შეგვიძლია, წავიდეთ, გავიქცეთ, ბაქოში, ერევანში, პარიზში, სტამბოლში, იზმირში, ოღონდ, გთხოვ, ნუ დამტოვებ, ამ შავ თბილისში... ამ ღვინისავით მუქ, სისხლისფერ თბილისში... *** შენ ხარ ხან ტუზი, ხან ორიანი, აჩეხილ ბანქოში... კოცნისგან შემთხვევით დაკბენილი ქვედა ტუჩით, და სარაფნით, ზოლიანით, მიდგახარ, და მე ისევ გთხოვ: წავიდეთ, იზმირში... სტამბოლში... ან ბაქოში... ოღონდ, ნუ დამტოვებ... ნუ დამტოვებ... აქ... თბილისში... 13 თებერვალი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი