რომანი დასავლეთში


თითქოს,
მომჭრეს ენა...
უსარკმელო,
თეთრი პალატიდან ვცდილობ,
გიცქირო,
მაგრამ, რთულია, გესმის?
როცა აღარაფრის გჯერა,
როცა წყვეტ ზღვასავით ცივად ჩქეფას.

***

იქნებ,
მაინც,
რამენაირად,
სისხლივით, 
ცელქად ვიდინო,
ან შენ შემიფარო
და შენს ლურჯ ვენებში
წითლად ვირბინო.


25 თებერვალი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი