ზღვის ტალღებს ვაძლევ უფლებას...


ზღვის ტალღებს ვაძლევ უფლებას,
ნელ-ნელა შემერწყან,
შევდივარ ღრმად და ზემოდან, 
ჩემს გარშემო, 
წრე შეუკრავთ თოლიებს,
ელიან გამეტებით ალბათ, 
ჩემს ლეშს. 

დაე გაძღნენ,
მერე რა, 
თუ მათ გადავუყრი ტყუილებს,
ცა და ოკეანეთი, 
ახლა ჩემს ზურგზე წევს. 

და დაე გაძღნენ,
და განაგრძონ ფრენა თოლიებმა,
ხოლო მე, მინდა შევერწყა 
ზღვის ტალღებს,
მგონი სული ჩემი, 
უკვე შთანთქეს ღრუბლებმა.


25 აგვისტო, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი