Apollo


კუპლეტებს შორის,
ხანაც ჩვენს ტუჩებს შორის,
მრავალწერტილთა ხიდებს ვჭიმავ,
მე კი რვეულის სწორ ხაზებზე,
სტრიქონებივით დავდივარ...
გესმის?
გესმის?
ეს გულიც დამძიმდა...
ნახე,
ნახე? 
ჩემთან, ქალაქში, ისევ გაწვიმდა,
სევდამ თავზე დამაწვიმა...
გესმის?
გესმის?
უშენოდ არ მინდა,
ვიყო გენია ერთი,
არ მინდა, უშენოდ მწყალობდეს
ჯვარცმული იესო ღმერთი.


3 მარტი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი