Oubliette
მორჩილის საფლავს თავზე ადგას ნორჩი ტირიფი, ათასი, თხელი, უმწეო კიკინით დგას, ტირის, იღვრება, წვიმის ჯიბრით, დგას, იღვრება, იბღვირება, ნათხოვარი მიმიკით. ...იღვრება, მორიგი ვერლიბრივით. დგას, იღვრება, იხრება, ტყდება წელში. *** ტაძრის ერთადერთ სარკმელთან, როგორც ღვთისმშობლის ფრესკასთან, მორჩილი იდგა, სანთლით ხელში... ახლა მის საფლავს თავზე ადგას, დასტირის, ნორჩი ტირიფი, იღვრება... იხრება... ტყდება წელში. 6 მარტი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი