ღრიჭოდან მხედავ?
მივდივარ და მეტირება წვიმა. მოცისფროდ ღუშავს სახეს, ცრემლებს იწმინდავს... ხუჭავს მომწვანო თვალებს, მერე ისრისავს... ...რა ვქნა, მეც მიყვარს... *** "მიწავ, მიწავ, გაძლევ სიტყვას, მე აქ მოვალ... და შენ მჭამე... ფესვების შუაში დამმალე... ძვლებიც გააქრე, ზამთარში მგლოვიარე ხეებივით გამახმე..." - თავზე დავცქერი, ვუმღერი ციცქნა, გაუთხოვარ იას. მივდივარ, მეტირება წვიმა, მანჭავს მოცისფროდ, ისედაც მოცისფრო სახეს... 14 მარტი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი