მარტივით ბიპოლარული


მე დავიღალე, 
ჩემო ლამაზო...
...
წელში ლამის გავიმართე,
თუმცა,
შენზე ფიქრმა
ისევ დამაგდო...
ისევ იმ
მჟავე ციცქასავით დამათრო,
შენ რომ გგავს თმის ფერით...
...
...გვირილების ლამაზ, 
მწვანე სოფელში
დიდი ლამპიონივით ვიდექი,
მერე მკერდში ტყვია დავიხალე...
ბოლო სიტყვები
ამოვანთხიე, 
ტილოზეც დაგიხატე:
"ვფიცავ, ვფიცავ, დავიღალე...
წელში ლამის გავიმართე..."


15 მარტი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი