მრავალწერტილი


I

სანამ სხვა არ გამოჩნდა,
ვერ დაგმალე,
ვერ შეგინახე,
ვერა...

II

ბებერ მუხას
ყველაზე პატარა,
უმწეო ტოტი ჩამოსწყდა,
მტრედის ბუდიანად.

III

ამდენი სევდა,
ამდენი მონატრება,
რომ დავიტიო,
მაგხელა გული,
ჩემო, სად მაქვს?
...
...გაყინულ თითებს,
თავზე ვუსვამ
ჩემს ნაცრისფერ კატას...
დაისის,
აისის,
ყოველი წუთის შემსწრეს,
უბრალოდ მახსენდები
შენ.


15 მარტი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი