ჩემი სხეულის სურა


ნეტავ ახლა
სად ხარ?
...
მე?
მე,
ჩემს ოთახში ვსვამ...
აღარც მომავლის მწამს...
აღარც გადარჩენის მწამს...
...მაგრამ ცვლილების მოლოდინი
შიგნიდან მჭამს...

***

მე ჩემს ოთახში ვსვამ...
ნამგალა მთვარე მიღიმის,
თავზე იფარებს
საღამოს ცის თავშალს...
რაღაცას მალავს...
მეც,
რამდენი ხანია,
ამ სიცარიელეს, 
ჩემი სხეულის სურაში ვმალავ...
სათქმელს საკნის კედლებზე ვხატავ...
...და შენ, სად ხარ?


17 მარტი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი