a fragment
მე ვგავარ დაისის ცის ოკეანეში დაკარგულ თოლიას... ...შიშით გადავუფრენ ყველას, შიშით გადავუფრენ ანატოლიას, თბილ ქვეყნებში დავაღწევ თავს ამ მელანქოლიას, ასე მგონია... ტალღები მუქად ჩქეფენ, კისერზე მკიდებენ მათივე წვეთების, მათივე ცრემლების ძეწვებს... ...ზღვასაც, სული ჰქონია... ...მე? მე ალბათ არა, მაგრამ, ერთ დროს, სავსე გული მქონია... მე ვგავარ დაისის ცის ოკეანეში დამხრჩვალ თოლიას. 18 მარტი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი