ვგიჟდები, ვფიქრობ...


აივნის მოაჯირზე
რუხი მტრედია.
სიგარეტის კვამლს
პალტოსავით ვახურებ
გადაღლილ,
მანძილთა ქვებისგან
დაცლილ
რუხ ფრთებზე...
... "არ გადავარდეს!
ან, არ გაფრინდეს!
დარჩეს, რა, დარჩეს!
შევურჩევ სახელს...
არ გადავარდეს...
ან, არ გაფრინდეს...
ჯვარი სწერია..." - (ვგიჟდები, ვფიქრობ)...
...
ჩემი აივნის
ჟანგიან მოაჯირზე,
რუხი მტრედია...
მიცდის,
მიცდის,
ეს ცდა კი,
თითქოს, მის მაგივრად,
მე მიმძიმს...
ჩემი აივნის 
ჟანგიან მოაჯირზე,
რუხი მტრედია,
უკვე წლებია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი