წვიმის წვეთის ოდენა იმედის ამარა...


წვიმა ცეკვავს
ჩემს ფერკმრთალ სახეზე,
მკარნახობს, მიჩურჩულებს:
"დროა, დანებდე".
უნდა, მასავით,
სხივების მახვილით 
ვიტყობდე შრამებს,
ფერკმრთალ ტანზე...
...
...მაგრამ,
მე მინდა,
რომ აქ დავრჩე...
შენი სახლის ჩარაზულ კართან...
წვიმის,
და წვიმის წვეთის ოდენა
იმედის ამარა.


23 მარტი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი