ღრუბლების ქუთუთოები


სხივები კვეთენ ჩემს თვალებს,
ვეღარ
მშველიან
ღრუბლების
ქუთუთოები.

***

ზღვაზე ბილიკი გაუჭრიათ
პატარა ნავებს,
...შენამდე...
თუმცა, ვერავინ ხედავს
დიდებულ იალქნებს...
დაისს ფერებით ვერწყმი...
მთელი ღამე, აქ ვრჩები...
მერე, აისივით ფერმკრთალი ვხდები...
შენს ლოდინში
ვკვდები...
ვეღარ
მშველიან
ღრუბლების
ქუთუთოები...


25 მარტი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი