ცის მჭრელი


ეზოში ხე მღერის...
ხან გალობს,
ხანაც ქარში, ფიქრისგან ქანაობს,
კვნესის...
...
...(ფრთხილობს,
იხუნძლება სევდით)...
...
...ფრთებზე დაგროვილ
მტვერივით სევდას,
მტვერივით ფიქრებს
აწვიმებს,
სუდარასავით აფარებს სხეულზე
ქუჩებს,
რუხი მტრედი,
ცის მჭრელი...
...
...მრუდე,
ტკივილისგან მოკუნტულ
ხერხემალს
ემსგავსნენ
აპრილში
უჩემო ეზოს
უჩემო ხეები.


5 აპრილი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი