Straw Hands


[act 1]

ჩემს ქუჩაზე წვიმს,
აპრილი ტირის...
...
ხელის გულებიდან,
კისრამდე,
ხელების გაშლილ ხიდებზე
გადევს ჩემი სხეული,
როგორც ღვთისმშობელს ეჭირა
გარდამოხსნილი ქრისტე...

[act 2]

აპრილი უშენოდ,
უჩვეულოდ ტირის...
ჩემი არ ყოფნა,
ან ჩემი ეს
უსასრულო, უფერო ყოფა
შენ მაინც, თუ გიმძიმს?


13 აპრილი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი