a glimpse in the darkness


შენს მუდამ ჩაკეტილ ოთახს
სარკმელი მაინც აქვს...
სიგარეტის კვამლი
შენი თითებიდან დაძრავს
დუმილის ქარავანს,
თვალებში ჩამიქრობს
დილის ცივ კამარას...
...არავინ გგავს,
გეფიცები.
აბსურდია ის,
რომ არ გიცნობ,
მაგრამ უშენოდ 
გაზაფხულს ვგავარ - უკვირტოდ.


14 აპრილი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი