beauty of defeat


შენ მიმზერდი
შენი 
სახლის 
ფანჯრიდან - მოშლილი ღიმილით,
და მყინვარწვერის მიმიკით...
მნათლავდი სულის სიცივით,
თუმცა,
ვერ ავივსე ზიზღით
და ვეღარც დაგივიწყე...
...არ მჩვევია ზიზღი...
...
შენს კართან
ვიმოსებოდი წვიმით,
სათქმელს ვმარცვლავდი...
მაგრამ,
          მაინც
                  დავმარცხდი...
როგორც იესო, ხალხში,
ისე დავმდაბლდი.


18 აპრილი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
electro-ego-ikoვერლიბრი1 წლის წინ

ჩემი მიზანია ვერლიბრიზმის გავრცელება

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი