the unknown


ღამის მანტიით
ეზოში იმოსება,
გრძნობა, უცნობი...
...სულ გავუცხოვდი...
...(ესაა,
ალბათ,
პასუხი შენი გმობის)...
შორიდან, 
ჩემივე გონების 
მიტოვებული შვილი
მკლავს,
ჩუმი, ღამისიერი დგომით.


20 აპრილი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი