ვაშინგტონის ნერგები
მე ვიყავი
აპრილის მწვანე ეზო,
და
შენზე ფიქრი,
ღმერთის სიმაღლით შემომაღობდა...
***
თვალებს ვაყოლებ
შენს ყოველ მოძრაობას...
...
...აპრილის 
                   მწვანე 
                               ეზოში,
ჩემი 
ცივი 
საფლავი
                ტკბილად იხსენებს
                მოკვდავობას.
21 აპრილი, 2024წ.
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი