ლურჯი საათი
მე ვგავარ ქუჩის მხატვარს... სახით, ტილონი - სევდის, ვნების და დროს გამოქცეული ბებერი ღმერთის, ქუჩა-ქუჩა დამაქვს... ...ვეღარ ვხატავ... შენს სახეს ვეღარ ვხატავ... გული მაქვს, ფერით, მსგავსი სევდის, საღამოსავით ლურჯი... რამდენი აღვბეჭდო? რამდენჯერ გავბედო? შენი სახელი ზურგზე ჯვარივით მედო... ... ხიდზე, ხანაც, წვიმაში, ხანაც განკითხვის სილაში, ღატაკი ქუჩის მხატვარივით გელი, ჩემო განმწმენდო... ...რამდენჯერ, ან, სად აღგბეჭდო? ან, როგორ? 28 აპრილი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი