Fade Warm


ეზოს სჭამდა თვითგვემა.
...
ჩემსავით, დროებით ნორჩი,
ჩემსავით, წვრილი, გამხდარი
მანდარინის ნერგი,
პატარა ტოტებს ირხევდა...
უმწეო ფოთლებს
ჰაერში იქნევდა...
საბნად 
სიძველისგან გადაყვითლებულ
წვიმას იფენდა...
...
მე ვარ წიგნი, თაროზე,
ახალი წიგნების უკან...
ჩემი ყოველი ფურცელი,
დროის გარეშე,
ნესტის კუბოში ყვითლდება...
და მერე, რა იქნება?
შეძლებ,
კი,
ჩემს
დავიწყებას?
...
ეზოს 
        სჭამდა
                    თვითგვემა...
ყოველი ნერგი
დაუოკებლად, დარდისგან გახმა...


6 მაისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი