რკინის ფანჯარა


ნაცრისფერ ქუჩებში,
თითქოს, კლავენ მწუხრს,
თითქოს, ჩემდამი ემპათიის
გადამკიდე,
აღარცერთი
მკვდარი
მცენარე
წუხს...
ნაცრისფერ ქუჩებში,
მათხოვარი უარყოფს იმედს,
საჭმელზე ჰყიდის ქრისტეს,
უარყოფს რჯულს.
...
...შენი ვინტაჟური გამოხედვა
მძულს...
ნაცრისფერ ქუჩებში,
სევდიანი, 
         თავჩაქინდრული,
                                 დაჩოქილი,
ღმერთს ვუკოცნი
ორივე მუხლს...
...ვჭამ წვიმიან მწუხრს.


8 მაისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი