ვნების კვირა


შვიდი დღის წინ
დაგტოვე,
ექვსი დღის წინ
ცრემლები დავაჩოქე, გავხდი ტირიფი...
ხუთი დღის წინ,
გადაგეჩვიე,
ოთხი დღის წინ,
ჯვარცმის წინ 
მოგიგონე...
...(კარგო, 
შენც მომიგონე,
იქნებ, შენც
მოგენატრო)...
სამი დღის წინ,
უშენოდ მოვკვდი,
ორი დღის წინ,
ვეკითხებოდი გამჩენს,
იქნებ, უბრალოდ, ფერი ვიცვალე?
...ეს ნოსტალგია მკლავს...
ერთი დღის წინ,
ჩემს მჯიღში, როგორც გოლგოთას მთაზე,
ხის ჯვარი დაასვეს,
უცრემლო ბაგეებზე -
მონატრების მირონი მაცხეს.
რა იქნება,
იქნებ,
ვეღარ აღვსდგე?
მეოთხე ლურსმანი, უკვე ჩაერჭო,
სულს, ამდენის დამტევს.


12 მაისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი