khaki autumn


ჩემი ოთახი ქუჩაა,
ნაცრისფერ ქალაქში,
შემალული, თვალებიდან სცრის,
ერთერთი ჩიხივით შეჭმუჭნულად...
...
...(არაფერი პირადული...
არაფერი პირადული)...
იგივე წრეზე დავდივარ,
ფერფლივით უმწეო, გაფანტული გულით,
და სახე-ხატის მაგივრად,
ყინულით.
...მე ვარ
ყინულის ბიუსტი...
ხაკისფერი მზის ქვეშ...
...(არაფერი პირადული...
არაფერი პირადული)...
...
სული მაქვს,
მორჩილი ცხვრის ყელივით,
ცოდვის დანით
გაფატრული.
...ჩემი
ოთახი
ქუჩაა,
ეს ნიჰილიზმი,
თითქოს, სულ ერთი მუჭაა,
თვალებიდან ვცრი,
შენ გეძებ,
დიდ ქალაქში
ერთერთი ჩიხივით
შეჭმუჭნულად.


17 მაისი, 2024წ.

luggage boy

[day_off:poem_N_1_"khaki_autumn"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი