june 8


აივნიდან,
უფრთო მტრედი გასცქერის ეზოს,
თუ გადახტება,
ალბათ, უშველის ფრენა,
გადარჩება...
...
...ვისღა ვენდო?
ან, მე,
ვინღა
უნდა მენდოს...
დავბრმავდი, 
თვალები მაქვს
ღრუბლებივით მოთეთრო...
ვუყურებ ეზოს...

***

(და
შენ,
არ გაქვს,
რამე, სათქმელი,
ღმერთო?)


18 მაისი, 2024წ.

luggage boy

[day_off:poem_N_3_"june_8"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი