unnamed
შენი თმისგან შეკერილ ფარდებს ვჭამ, როგორც ჩრჩილი. იქნებ, გავაღწიო? იქნებ, ეს სიმპათია, ეს ემპათია, შენდამი, რომ მაქვს, სარეცელზევე რომ მფლავს, ოდნავ გაამწირო? ... ...სარკმელთან ვდგავარ, როგორც ჩრდილი... შენი თმისგან შეკერილ ფარდებს ვჭამ, როგორც ჩრჩილი... ვფიქრობ, მოთმენა დამრჩა მწირი, ტიტა, შენთვის, მიწიდან გლეჯილი, მრჩება მჯიღში... ... ...და ბოლოს, განთიადი ირეკლავს ჩემს ღიმილს. 19 მაისი, 2024წ. luggage boy [day_off:poem_N_4_"unnamed"]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი